SpadeHeart 
თბილისის ბრიჯის კლუბი
 DiamondClub
Release 2.19r
Recent Updates
მემორიალი
10th Mar 2025 22:14 GMT
მთავარი
4th Mar 2025 14:38 GMT
კლუბის წევრები
2nd Mar 2025 22:59 GMT
სიახლეები / არქივი
24th Nov 2024 17:21 GMT
0 0 0 0 0 0
Pages viewed in 2025
მემორიალი
 
 
  მიხეილ ვირსალაძე (1938 - 22.12.2024)
მიხეილ ვირსალაძე (1938 - 22.12.2024)

47 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მსოფლიოს ნევროლოგთა ფედერაციის, ევროპის ნევროლოგიური საზოგადოებების ფედერაციის (EFNS), ეპილეფსიასთან ბრძოლის საერთაშორისო ლიგისა და საქართველოს ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაციის წევრი

საქართველოში ბრიჯის განვითარების მხურვალე ქომაგი და ბრიჯის ფედერაციის და სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებელი. 

 

ძალიან დამწყდა გული. ძალიან მიყვარდა მიშა ვირსალაძე. მე მას მიხაილ დავიდოვიჩს ვეძახდი. ჩვენ ბრიჯის პარტნიორები ვიყავით საკმაოდ დიდი ხანი. განსაკუთრებით მახსოვს ჩვენი თამაში ვარნის საერთაშორისო ფესტივალზე ბულგარეთში. ძალიან მაღალ დონეზე ვითამაშეთ და პოდიუმზეც მოვხვდით. აგრეთვე გავხდით საქართველოს ჩემპიონებიც როგორც წყვილთა, აგრეთვე გუნდურ ჩემპიონატში. ბატონი მიხეილის წვლილი ქართული ბრიჯის განვითარებაში უზარმაზარია. დარწმუნებული ვარ, რომ მისი კოლეგები და მოსწავლეები მას ყოველთვის დიდი სიყვარულით მოიგონებენ.

გიორგი ზედგინიძე

კაცი ლეგენდა,უდიდესი ინტელექტუალი,დიდი ექიმი,ქართული და მთლიანად საბჭოთა ბრიჯის და ჭადრაკის ერთერთიუდიდესი ავტორიტეტი 50 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი,წესიერების და ადამიანობის ნიმუში მიხეილ დავითის ძე ვირსალაძე...ნათელი მიშა ძიას წმინდა სულს...   

ჯუსტან ბოკუჩავა

 

მოუშუშებული ტკივილი და უდიდესი დანაკლისი ქვეყნისთვის! ნათელი ბატონი მიხეილის სულს 

ვალენტინ ჯოჯუას მეუღლე ქეთი 

 

 

  ვალენტინ ჯოჯუა (06.10.1955 — 01.04.2020)
ვალენტინ ჯოჯუა (06.10.1955 — 01.04.2020)

იხსენებს მეუღლე ქეთი 

ძალიან რთულია ვალიაზე წარსულ დროში წერა...  ვიდრე ვალიას გავიცნობდი, მის შესახებ ჩემი კოლეგებისგან შევიტყვე, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტზე მათთან ერთად კურსზე სწავლობდა ადამიანი, რომელსაც მოიხსენიებდნენ, როგორც ყველაზე ნიჭიერს,  ჭკვიანს, ყველასგან გამორჩეულს. „იცი, ჩვენთან ერთი ბიჭი სწავლობდა, ვალია ჯოჯუა, სკოლაში პირდაპირ მე-3 კლასში დასვეს, 15 წლის ასაკში სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და უნივერსიტეტში ჩაირიცხა!“ გავიდა სულ რამდენიმე წელი, ერთ სამსახურში აღმოვჩნდით, და მეც გავიცანი ეს უნიჭიერესი, უკიდეგანოდ განათლებული ინტელექტუალი, დახვეწილი და რაფინირებული პიროვნება. იმდენად განსხვავებული იყო ყველასგან, შეუძლებელი იყო, არ მიგექცია ყურადღება. საშინელი 90-იანი წლები იდგა, და მიუხედავად იმ მრავალი პრობლემისა, რომელიც ახლად დამოუკიდებლობააღდგენილ ქვეყანას  ჰქონდა, და ყოველდღიურად არსებული ყოფითი სირთულეებისა, ჩვენ გვერდით გაჩნდა ადამიანი, რომელიც ყოველთვის ღიმილიანი გხვდებოდა და არასოდეს გაგრძნობინებდა, რამდენ რაღაცას იყო შეჭიდული, რომელიც უფრთხილდებოდა და ინდობდა ყველას, საკუთარი თავის გარდა, და რომელსაც განსაკუთრებული სხივი მოჰქონდა.   გაირკვა, რომ ცხოვრების გზაზე რამდენჯერმე ავცდით ერთმანეთს - იმიტომ რომ ფაკულტეტი ჩემზე 6 წლით ადრე დაამთავრა, კვების მრეწველობის გამოთვლითი ცენტრიდან მაშინ წავიდა, როდესაც მე იქ პრაქტიკაზე მივედი, და ჩემი კურსელების დიპლომის ხელმძღვანელიც კი იყო.

მაგრამ ბედისწერამ მაინც შეგვახვედრა და უბედნიერესი 21 წელი და 3 თვე გავატარე იმ ადამიანთან, რომელიც აღმოჩნდა ძალიან მზრუნველი, საოცარი მამა და ფანტასტიური ქმარი, ოჯახის ბურჯი და ხერხემალი,  ვის გვერდითაც ყოველთვის დაცულად ვგრძნობდით თავს. ეს წლები დაუვიწყარი არის ყველა მხრივ - უდიდესი ბედნიერებაა, როცა გვერდით  ძალიან მრავალმხრივი ადამიანი გიდგას.  ძლიერი პროფესიონალი, სხარტი და ღრმა, სწრაფად უშინაურდებოდა ინოვაციურ ტექნოლოგიებს - რად ღირს თუნდაც ის, რომ ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, ვინც საქართველოში საბანკო პლასტიკური ბარათების დანერგვას ედგა სათავეში.

მისი ცხოვრების გამორჩეული ნაწილი ბრიჯს ეკავა - ახალგაზრდობიდან მოყოლებული თამაშობდა მთელი სულით და გულით.  მღეროდა, გიტარაზე უკრავდა, წერდა ლექსებს და ურთავდა მუსიკას, ნამდვილი ბარდი იყო, ამავე დროს - ფეხბურთელი და მოკრივე. იშვიათად თუ შეგხვდება ადამიანს ასეთი გულანთებული პატრიოტი, როგორიც ვალია იყო - ოთხმოციანების მიწურულს ეროვნულ მოძრაობაში ჩაერთო და ბოლო წუთამდე ყოველთვის იქ იდგა, სადაც ქვეყნის ბედი წყდებოდა, არასოდეს უფიქრია საქართველოდან წასვლა, ასე ამბობდა: „ამ ქვეყანას ვის უტოვებთ?“  ჭეშმარიტი რაინდი იყო, მაღალი მორალის, სამართლიანი, პრინციპული, ნადვილი ვაჟკაცი, კაცთმოყვარე და უანგარო, საოცრად ნათელი და კეთილი ადამიანი. ძალიან ადრე წავიდა ამ ქვეყნიდან - სულ რაღაც 64 წლის. დააკლდა ყველას - ოჯახს, ნათესავებს, მეგობრებს, ახლობლებს... მის დანაკლისს ვერავინ შეავსებს...


♣️♦️♥️♠️ ♣️♦️♥️♠️ ♣️♦️♥️♠️

ვალენტინ ჯოჯუას  სახელობის ტურნირი
ჩატარდება 2025 წლის გაზაფხულზე  


 
♣️♦️♥️♠️ ♣️♦️♥️♠️ ♣️♦️♥️♠️

  აპოლონ სილაგაძე (29.05.1942 - 25.07.2017)
აპოლონ სილაგაძე (29.05.1942 - 25.07.2017)

საქართველოს სპორტული ბრიჯის ფედერაციის პირველი პრეზიდენტი. 

ფედერაციის დამფუძნებელი კრება გაიმართა  1989 წლის ნოემბერში. პრეზიდენტად აირჩიეს გაზეთ "სახალხო განათლების" რედაქტორი, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, აპოლონ სილაგაძე (დოდიკ). 

აპოლონ სილაგაძემ 1965 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. 1981-1985 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი, 1986-1988 წლებში - აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი, 1990-1991 წლებში - უზენაესი საბჭოს დეპუტატი, 1998-2004 წლებში - ელჩი ეგვიპტეში, სირიაში, ლიბანსა და იორდანიაში, 2004-2006 წლებში - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სემიტოლოგიის კათედრის გამგე, თარგმნიდა არაბულ პოეზიას.

  ლეონიდ ჩერტოკი (11.04.1956 — 20.03.2017)
ლეონიდ ჩერტოკი (11.04.1956 — 20.03.2017)

შესანიშნავი მოთამაშე უზარმაზარი ინტუიციით, რომელსაც შეეძლო არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღება. მრავალმხრივი ერუდიტი, ირონიული და ძალიან კეთილი ადამიანი.

1994 წლამდე ლეონიდ ჩერტოკი ცხოვრობდა თბილისში, შემდეგ ისრაელში გადავიდა საცხოვრებლად.

ბრიჯს თამაშობს 1979 წლიდან 

​1986 წელს ლეონიდ ჩერტოკმა მოიგო სსრკ წყვილთა ჩემპიონატი ათიკო შათირიშვილთან ერთად.

​ვასიკო ახვლედიანის მოგონებებიდან

Мише Вирсаладзе принадлежит также приоритет в приобщении к нашему бриджевому кругу только что окончивших физический факультет Тбилисского государственного университета Бориса Цхвариашвили и Леонида Чертка. А дело было так: по пути с работы домой, сидя в троллейбусе, он обратил внимание на двух молодых людей, в разговоре которых прослеживалась картежная тематика. У одного из них в руках была книга, из которой они черпали тему для своей не очень бурной полемики. Миша поинтересовался, не бридж ли они обсуждают, и услышал в ответ: “Да” и что они располагают учебником и пытаются освоить эту интересную игру. Мише оставалось только сообщить молодым людям о том, что есть возможность помочь им в этом, в результате чего в наш, ещё только складывающийся коллектив, стали вливаться свежие силы. Впоследствии, эти и другие молодые ребята, к которым разными путями попала возникшая на чистом энтузиазме книга, составили основную силу сначала на наших внутренних соревнованиях, достойно противостоя более опытным представителям старшего поколения, а в последующем – и на всесоюзных турнирах различного ранга.

В 1979 году зимой наша команда выезжала в Челябинск в составе М. Вирсаладзе, Б. Цхвариашвили, Л. Черток, С. Соколовский и А. Медведев для участия в отборочном цикле командного чемпионата СССР. Баталии проходили там в помещении городского плавательного центра, который, как подтверждают нынешние посетители зала бриджа на Гамблере из Челябинска, функционирует и сейчас. Пробиться в высшую лигу с первого раза (как и в последующие годы), естественно, не удавалось. Конкуренция была серьезная – Челябинск, Новосибирск и т. п.

Постепенно, с приобретением опыта, результаты стали улучшаться, высшим из которых следует признать выигрыш в 1986 году в Тарту парного чемпионата СССР (Атико Шатиришвили и Леонид Черток).

***

VII სსრკ წყვილთა ჩემპიონატში გამარჯვებულები

1986 წლის 8-9 ნოემბერი, ტარტუ, 84 წყვილი, 4 სესია 26 დარიგება.
1 ჩერტოკი-შათირიშვილი თბილისი   59.3
2 ბელომოევი-სერბინი ლენინგრადი  57.9
3 რიბაკოვი-ფედოროვი ლენინგრადი 57.2

  ვასილ ახვლედიანი (23.03.1937 — 02.06.2013)
ვასილ ახვლედიანი (23.03.1937 — 02.06.2013)

ვასილ ახვლედიანი უპირველესად ცნობილია ბრიჯის ლიტერატურის თარგმანებით. მისი თარგმნილია პოლონურიდან რუსულად მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სისტემა “პოლონური სტანდარტი”. ამიტომაც მას უდიდესი წვლილი მიუძღვის ბრიჯის განვითარების საქმეში ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. “პოლონური სტანდარტი”-ს პირველი თარგმანი ვასილ ახვლედიანმა 1973 წელს შეასრულა პოლონური ჟურნალიდან Brydz. შემდეგ მან შეიძინა ელექტროული ვერსია WJ-2010, თარგმნა იგი და Krzysztof Jassem-ს სთხოვა გამოქვეყნების ნებართვა, რათა შესაძლებელი ყოფილიყო უფასოდ სარგებლობა ყოფილი საბჭოთა კავშირის რეგიონში

იხსენებენ, თუ როგორ მოიგონა კარტის მაგივრად დომინოს გამოყენება ბრიჯის სათამაშოდ, რომ საბჭოთა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში დამტკბარიყვენ საყვარელი თამაშით. ასევე იხსენებენ ვასიკოს საოცარ სტუმარ-მასპინძლობას ნებისმიერი უცხოელი ბრიჯისტისა საქართველოში.

ვასიკო იცნობდა თოთოეულ ბრიჯის მოთამაშეს რუსეთში, ბალტიის ქვეყნებში, უკრაინაში და გულშემატკივრობდა მათ. ყოველთვის მეგობრული, არაჩვეულებრივი ჰუმანურობით გამოირჩეოდა. ძალიან ბევრს მუშაობდა ბრიჯის განვითარებისთვის. ფეხი როცა მოიტეხა და  გარეთ უჭირდა გამოსვლა, მასთან სახლში რეგულარულად იკრიბებოდა ხალხი ბრიჯის სათამაშოდ და საურთიერთოდ. ავადმყოფობის მიუხედავად, იგი წერდა და თარგმნიდა. დაწერილი აქვს არაერთი სტატია.  მისი თარგმანები, რომელიც რუსულად კეთდებოდა, იყო ინფორმაციის წყარო ჩვენთვისაც და მთელი (ყოფილი) საბჭოთა კავშირის მოთამაშეებისთვის.

2011 წლის ნოემბერში გულის შეტევა დაემართა. ვასილ ახვლედიანი 2013 წლის 2 ივნისს გარდაიცვალა. 2014 წლიდან საქართველოს ფედერაცია ყოველ გაზაფხულზე ატარებს ვასიკო ახვლედიანის ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალურ ტურნირს. 

♣   ♠ ♣   ♠  ♠ ♣  ♠  

​ვასიკო ახვლედიანის სახელობის პირველი ტურნირი

2014 წლის 2 მარტი, ბრიჯ-კლუბი, თბილისი

          M   7*3 დარიგება                                           MP      %

1.  ამბროლაძე - ჯოჯუა                თბილისი          78    61.905
2.  მაღალაშვილი - კოვალდი    ალმატი/სპბ     77    61.111
3.  შათირიშვილი - უჩავა             თბილისი          72    57.143
4.  მახათაძე - სიხარულიძე         თბილისი          61    48.413
5.  ბოკუჩავა - ფერიძე                  თბილისი          60    47.619
6.  ჯამბურია - ვირსალაძე            თბილისი         58    46.032
7.  ჯებაშვილი - ვარაზანაშვილი თბილისი         51    40.476 
8.  კანდელაკი - მერაბიშვილი    თბილისი         47    37.302

♣   ♠  ♣    ♣   ♠ 

ვასიკო ახვლედიანის სახელობის მემორიალური ტურნირი

2020 წლის 7 ივნისი

იმპები 6*3

1. გია აბზიანიძე - რევაზ ბერიაშვილი (35.92)
2. არჩილ გარიშვილი - დათო ჩეჩელაშვილი (11.33)
3. ალექსანდრე ბუკია - ჯუსტან ბოკუჩავა (8.33)
4. დავით მანჯგალაძე - პაატა ბარათაშვილი (1.58)
5. ქუცნა ამირეჯიბი - ნატო კირვალიძე (1.42)
6. მურმან ამბროლაძე - ხვიჩა მერაბიშვილი (-2.42)
7. ოლეგი კვეტენაძე - გიორგი გაბრიჩიძე (-3.58)
8. რატი ბურდიაშვილი - გიორგი უჩავა (-6.25)
9. მიხეილ ვირსალაძე - ლევან ჯამბურია (-8.08)
10. ედემ ლაგვილავა - გურამ მირზაშვილი (-38.25)

  ნიკო ამირანაშვილი (15.11.1954 — 22.08.1994)
ნიკო ამირანაშვილი (15.11.1954 — 22.08.1994)

საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი 

საბჭოთა კავშირის წამყვანი ბრიჯის მოთამაშე. 

ოქროს მედლები საკავშირო ტურნირები: 

  • ლატვია (რონიში)

  • ლიტვა (ვილნიუსი)

  • ესტონეთი (ტალინი)

  • რუსეთი (ჩელიაბინსკი)

ვერცხლის მედალი

სსრკ-ს წყვილთა  ჩემპიონატი, 1989 წ.

მესამე ადგილი "ოსტატების ტურნირში" (სანქტ-პეტერბურგი), 1989 წ.

მოგებული აქვს  პრიზები ბულგარეთის (ვარნა) და გერმანიის (ზაარბრიუკენი) საერთაშორისო ტურნირებზე.

 

იხსენებს ვასილ ახვლედიანი

საქართველოს სპორტული ბრიჯისთვის ერთ-ერთი დიდი დანაკარგი იყო ნიკო ამირანაშვილის უდროოდ გარდაცვალება. იგი უყვარდათ და პატივს სვემდნენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. ნიკა - ასე ეძახდა ყველა, ვინც მას იცნობდა, დაიბადა თბილისში, 1954 წლის 15 ნოემბერს. 1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. იგი მუშაობდა უფროსი ინჟინრის თანამდებობაზე თბილისის ავტომატიზაციის სისტემების კვლევის ინსტიტუტში, სადაც 80-იანი წლების დასაწყისში. კლუბში, რომელიც შეიქმნა დეპარტამენტის თანამშრომლებისა და თქვენი მონა მორჩილის ძალისხმევით, იგი ეზიარა ბრიჯს. მოკლე დროში ნიკო გახდა ქალაქის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე, რამდენჯერმე მოიგო როგორც საქართველოს, ასევე წყვილთა და გუნდური ჩემპიონატები, ხოლო 90-იანი წლების დასაწყისიდან ის იყო სსრკ, დსთ-სა და რუსეთში ჩატარებული მრავალი უმსხვილესი ტურნირების რეგულარული მონაწილე და პრიზიორი.

ნიკო გარდაიცვალა 1994 წლის 22 აგვისტოს თბილისში (გულის ანევრიზმით). მას დარჩა მეუღლე, ორი ქალიშვილი და ვაჟი.

1995 წლიდან მოყოლებული, საქართველოს ბრიჯის ფედერაცია, მეტ-ნაკლები რეგულარობით  სეზონის ბოლოს (ზაფხულის არდადეგებამდე)  ატარებს ნიკო ამირანაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ წყვილთა ტურნირს.